Thumbnail

ნახეთ: ერეკლე დეისაძე სიმღერას "ასეთია ქურდი კაცის ბედი" ასრულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ერეკლე დეისაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო" ცნობილი კომპოზიცია "ასეთია ქურდი კაცის ბედი" შეასრულა.

მუსიკის ავტორი ბიძინა კვერნაძეა, ტექსტი კი პეტრე გრუზინსკის ეკუთვნის. სიმღერა ფილმისთვის "განაჩენი" დაიწერა.

ერეკლე დეისაძის მორიგი მოულოდნელი გამოსვლა

💥 ერეკლე დეისაძის მორიგი მოულოდნელი პერფორმანსი დილის ეთერში

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2020

მწერალმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით "ეკო და პარალელური  თაობა" დაიწყო. 2012 წელს კი პანკ-ჯგუფი "40 კილომეტრში" დააარსა. 2015 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი "იარე“. აღსანიშნავია დეისაძის კიდევ ერთი პროექტი, Eko & Vinda Folio, რომლის სადებიუტო ალბომი "თერაპია" 2019 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა. 

არტისტის, ხშირ შემთხვევაში, ეპატაჟური ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული სიმღერებია "შენი ფანჯრიდან", "რაც მამას უნდა" და "ხალხური".

კომენტარები

ბოლოს დამატებული