Thumbnail

ნახეთ: Big Thief-მა ჯიმი კიმელის შოუში სიმღერა Shoulders შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Big Thief ჯიმი კიმელის ღამის შოუში სტუმრობისას კომპოზიცია Shoulders შეასრულა. სიმღერა ბენდის ბოლო ალბომში Two Hands არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში გამოიცა.

Big Thief ბრუკლინში 2015 წელს ჩამოყალიბდა. სადებიუტო ალბომი Masterpiece ჯგუფმა ერთი წლის შემდეგ გამოსცა. ბენდის პოპულარული კომპოზიციებია Masterpiece და Shark Smile. მუსიკოსების შემოქმედება ინდი როკსა და ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული