Thumbnail

შვედურმა ინდი როკ ჯგუფმა I Break Horses ახალი კომპოზიცია Death Engine და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მესამე ალბომში Warnings იქნება წარმოდგენილი, რომელიც 8 მაისს გამოიცემა.

I Break Horses ქალაქ სტოკჰოლმში 2008 წელს შეიქმნა. 2011 წელს ბენდმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Hearts გაავრცელა. სამ წელიწადში კოლექტივმა მომდევნო ალბომი Chiaroscuro გამოსცა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა ჯგუფის სახელწოდება ამერიკელი ლოუ ფაი არტისტის, ბილ კალაჰანის კომპოზიციიდან I Break Horses ისესხეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული