Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, კევინ გეითსი ახალ კომპოზიციას Dreka და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს აქვეყნებს. სამხრეთელმა რეპერმა ტრეკი ცოლს, დრექას მიუძღვნა. ჩანაწერის პროდიუსერი Trauma Tone გახლავთ.

► ნახეთ: Kevin Gates ვიდეორგოლს Bags ავრცელებს 

► ნახეთ: Kevin Gates ტრეკს RBS Intro პიანინოს თანხლებით ასრულებს 

► ნახეთ: Kevin Gates კლიპს By My Lonely ავრცელებს 

კევინმა და დრექამ 2015 წელს იქორწინეს. მათ ამჟამად 2 შვილი ჰყავთ და მესამეს ელოდებიან.

კევინმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო, თუმცა, ერთი წლის შემდეგ რეპერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც 31-თვიანი შემოქმედებითი პაუზის აღება მოუწია. გეითსის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Islah გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა, რომელმაც ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. არტისტის დისკოგრაფია ორ ალბომს, თხუთმეტ ოფიციალურ მიქსტეიპსა და კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული