Thumbnail

ცნობილი ამერიკელი არტისტი ქალიდ რობინსონი, სასცენო სახელით Khalid, ახალ ტრეკს Know Your Worth ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი ბრიტანული ელექტრონული დუეტი Disclosure გახლავთ. სინგლი მომღერლის რიგით მესამე ალბომში შევა, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: Khalid - Heaven

ქალიდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წელს სადებიუტო ალბომით American Teen გაიცნო. სტუდიური ნამუშევარი მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ჩანაწერის მთავარი სინგლი Location კი ოთხმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია.

Disclosure ძმებმა, ჰოვარდ და გარი ლოურენსებმა 2010 წელს ჩამოაყალიბეს. სადებიუტო ალბომმა Settle პროექტს გამოსვლისთანავე წარმატება მოუტანა. არტისტების მუსიკალური მიმართულება ჰაუს მუსიკასა და სინთპოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული