Thumbnail

ნახეთ: Super Bowl-ზე შაკირას შეძახილი ინტერნეტში ხუმრობის საგნად იქცა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მაიამიში აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართულ შოუზე მომღერალ შაკირას ქმედება მაყურებლის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მუსიკოსმა პერფორმანსში სადღესასწაულო შეძახილი Zaghrouta გამოიყენა, რომელიც მალევე მიმად იქცა და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის და შაკირას პერფორმანსი Super Bowl-ის შოუზე

არტისტის საქციელმა ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი დააბნია, ნაწილმა კი ამ თემაზე ხუმრობა გადაწყვიტა:

"ასე უნდა გააკეთო, როცა შენი შეხედულების დასაცავად არგუმენტი არ გყოფნის".

"არ ვიცი, რას აკეთებს აქ შაკირა, მაგრამ მომწონს".

"ამის დანახვაზე ყველას ერთი აზრი მოუვიდოდა - აუცილებლად მიმად იქცევა".

ზოგიერთმა კი განმარტა:

"ყველა ამაზე იცინის, მაგრამ ეს ტრადიციული არაბული შეძახილია, რომელსაც Zaghroota ჰქვია".

"არაბულ კულტურაში ასე გამოხატავენ სიხარულსა და ბედნიერებას. ის ასევე გავრცელებულია სხვა კულტურებში".

მომღერალი კოლუმბიაში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა, მამამისი წარმოშობით ლიბანიდანაა. აღსანიშნავია, რომ "შაკირა" არაბული სიტყვაა და თარგმანში მადლიერს ნიშნავს.

მუსიკოსი Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართულ გრანდიოზულ შოუზე ჯენიფერ ლოპესთან ერთად წარდგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული