Thumbnail

მაიამიში, Hard Rock Stadium-ზე აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩი Super Bowl გაიმართა, რომელიც კლუბ კანზას სიტი ჩიფსის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით არაერთი წვეულება მოეწყო, რომელთაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის მუსიკოსები დაესწრნენ.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის და შაკირას პერფორმანსი Super Bowl-ის შოუზე

► ნახეთ: დემი ლოვატომ Super Bowl-ზე აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა

Lady Gaga

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ ონლაინ ტელევიზია AT&T TV-ს მიერ მოწყობილი ღონისძიება Super Saturday Night მუსიკალურად გააფორმა. სცენაზე ასვლამდე არტისტი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. მან კამერების ყურადღება ვერცხლისფერი კრისტალებით გაფორმებული კომბინეზონით მიიქცია.

Jay-Z

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი Jay-Z მატჩს ცოლთან, პოპვარსკვლავ ბიონსესთან ერთად დაესწრო. შემდეგ კი Loews Miami Beach Hotel-ში გამართულ ღონისძიებაზე Fanatics Super Bowl Party გადაინაცვლა, რომელიც ტრაგიკულად გარდაცვლილი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ხსოვნას მიეძღვნა. სურათზე რეპერი კობის მაისურით მსახიობ კევინ ჰარტთან ერთად არის აღბეჭდილი.

Post Malone

Fanatics Super Bowl Party-ს მუსიკალურად აფორმებდა ცნობილი ამერიკელი არტისტი Post Malone. ის სცენაზე კობი ბრაიანტის მაისურით გამოვიდა, რომელსაც კალათბურთელი კლუბ ლეიკერსში თამაშისას ატარებდა.

Lil Jon

ამერიკელი რეპერი Lil Jon მაიამიში გამოცემა Rolling Stone-ისა და ბრენდ MCM-ის მიერ ორგანიზებულ წვეულებას MCM x Rolling დაესწრო. არტისტმა საღამოსთვის სწორედ MCM-ის სამოსი მოირგო.

P. Diddy & DJ Khaled

MCM x Rolling-ს ასევე ესტუმრა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი P. Diddy, რომელიც კამერებმა მაიამელ პროდიუსერ DJ Khaled-თან ერთად აღბეჭდეს.

Ciara

MCM x Rolling-ზე აგრეთვე გამოჩნდა ამერიკელი მომღერალი სიარა.

Fabolous & French Montana

MCM x Rolling-ის სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტები Fabolous და ფრენჩ მონტანაც.

Halsey

Super Bowl-ის შემდგომ გამართულ წვეულებაზე Night Two of BUDX პერფორმანსით წარდგა ამერიკელი პოპვარსკვლავი ჰოლზი.

Adam Levine

ამერიკულმა ჯგუფმა Maroon 5, რომელიც 2019 წლის Super Bowl-ზე პერფორმანსით წარდგა, წელს მატჩის შემდგომ გამართული მუსიკალური ფესტივალის Bud Light Super Bowl სცენა დაიკავა. სურათზე კოლექტივის სოლისტი ადამ ლევინია აღბეჭდილი.

Meek Mill

რეპერმა მიკ მილმა კი სასტუმრო Surfcomber-ში გამართული ღონისძიების BACARDI's Big Game Party სცენა დაიკავა.

Remy Ma

ცნობილი რეპერი Remy Ma "პეპსის" მიერ ორგანიზებული წვეულების Super Splash Pool Party სცენაზე გამოჩნდა. არტისტმა Balmain-ის მაისური მოირგო, რომელსაც Chanel-ის ხელჩანთა შეუხამა.

Shangela

ამერიკელმა დრაგ ქუინმა AT&T TV-ს წვეულების Super Saturday Night წითელ ხალიჩაზე გაიარა.

Paul McCartney

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, პოლ მაკკარტნი და მისი ცოლი, ნენსი შეველი სასტუმრო Fontainebleau Miami-ში გამართულ წვეულებას დაესწრნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული