Thumbnail

Gang of Four-ის გიტარისტი, ენდი გილი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული პოსტ პანკ ბენდის Gang of Four დამფუძნებელი და წამყვანი გიტარისტი, ენდი გილი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად პნევმონია დასახელდა. მომხდარს თავად ჯგუფი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"მისი უსაზღვრო არტისტული ხედვა და მონდომება იმაშიც კი ჩანდა, რომ პალატაში მყოფი მომავალი ალბომის მასალას ამუშავებდა და საკონცერტო ტურნეს გეგმავდა... ენდის მუსიკა და მისი შემოქმედებითი პროცესი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველას შთააგონებდა, ვისთანაც უთანამშრომლია, ან ვინც, უბრალოდ, უსმენდა მის ნამუშევრებს", - წერია კოლექტივის ტვიტერზე.

ენდრიუ ჯეიმს გილმა Gang of Four ქალაქ ლიდსში 1976 წელს ჩამოაყალიბა. მან ბენდთან ერთად 9 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ამის გარდა, პროდიუსერის რანგში მან ისეთ ჯგუფებთან ითანამშრომლა, როგორებიცაა: Red Hot Chili Peppers, the Jesus Lizard, the Stranglers, the Futureheads, Michael Hutchence, Killing Joke, Polysics, Fight Like Apes, Therapy? და the Young Knives.

კომენტარები

ბოლოს დამატებული