Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის და შაკირას პერფორმანსი Super Bowl-ის შოუზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მაიამიში, Hard Rock Stadium-ზე აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩი Super Bowl გაიმართა, რომელიც კლუბ კანზას სიტი ჩიფსის გამარჯვებით დასრულდა. ტაიმებს შორის შესვენებაზე ტრადიციულად გრანდიოზული შოუ მოეწყო, რომლის ჰედლაინერებიც პოპვარსკვლავები, ჯენიფერ ლოპესი და შაკირა იყვნენ. 15-წუთიან დადგმაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ჯეილოს 11 წლის შვილმა, ემამ, პუერტორიკოელმა მომღერალმა, Bad Bunny-მ და კოლუმბიელმა მუსიკოსმა, J Balvin-მა.

► მოუსმინეთ: Shakira - Me Gusta Ft. Anuel AA

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი Guess & Marciano-ს გაზაფხულის კამპანიის სახე გახდა

შოუ 43 წლის შაკირამ გახსნა ტრეკით She Wolf, სიმღერის Empire შესრულებისას სცენაზე ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Led Zeppelin-ის კომპოზიციის Kashmir ინსტრუმენტალი გაისმა, შემდეგ კი მუსიკოსმა ჰიტი Whenever Wherever იმღერა. ამის შემდეგ, მას სცენაზე ბედ ბანი შეუერთდა. მუსიკოსებმა ერთობლივი ტრეკი Chantaje და პუერტორიკოელი არტისტის კომპოზიცია I Like It შეასრულეს. შაკირამ საკუთარი სეტი ჰიტით Hips Don’t Lie დაასრულა.

ამის შემდეგ სცენა 50 წლის ჯენიფერ ლოპესმა დაიკავა, რომელმაც ტრეკების Ain’t It Funny, Get Right და Waiting for Tonight მიქსი შეასრულა. მას სცენაზე ჯეი ბალვინი შეუერთდა კომპოზიციით Que Calor, შემდეგ კი მუსიკოსებმა ტრეკების Mi Gente და My Love Don’t Cost a Thing მიქსი იმღერეს. ჯეილომ აგრეთვე On the Floor და Let's Get Loud შეასრულა. შოუს ფინალურ ნაწილში ჰიტის Waka Waka ფონზე მომღერლები მაყურებლების წინაშე ერთად წარდგნენ.

პერფორმანსი 26 იანვარს დაღუპულ ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელს, კობი ბრაიანტსა და მის 13 წლის ქალიშვილს, ჯიანას მიეძღვნა. 

Super Bowl-ის შოუზე სხვადასხვა დროს ისეთი არტისტები გამოსულან, როგორებიც არიან: პოლ მაკკარტნი, ბიონსე, მადონა, პრინსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვები. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული