Thumbnail

ნახეთ: Yo Gotti ვიდეორგოლს Pose ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის პრომოუშენის მიზნით, მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარიო მიმსმა, სასცენო სახელით Yo Gotti, სინგლზე Pose გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვეტერანი რეპერის კომპოზიციაში მისი პოპულარული კოლეგები Megan Thee Stallion და Lil Uzi Vert მონაწილეობენ.

► მოუსმინეთ: Yo Gotti ახალ ალბომს Untrapped აქვეყნებს 

► ნახეთ: Yo Gotti ფრისტაილს კითხულობს  

► ნახეთ: Yo Gotti - H.O.E. (Heaven On Earth) 

მარიომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2016 წელს გავრცელებული ალბომი The Art Of Hustle ითვლება, რომელმაც მუსიკალურ ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია Down In The DM გახლავთ. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული