Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკოლას ჯაარმა ახალი ჩანაწერი Illusions of Shameless Abundance გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

წარმოშობით ჩილელმა მუსიკოსმა, ნიკოლას ჯაარმა პროექტ Against All Logic-ის ფარგლებში ახალი EP სახელწოდებით Illusions of Shameless Abundance გაავრცელა. მასში ჩანაწერის სახელწოდების მქონე კომპოზიცია და კიდევ ერთი ტრეკი Alucinao არის წარმოდგენილი. პირველ მათგანში ავანგარდისტი არტისტი ლიდია ლანჩი, მეორეში კი ბრიტანელი მუსიკოსი FKA twigs მონაწილეობს.

ჯაარმა პროექტი Against All Logic 2017 წელს შექმნა და ერთ წელიწადში ალბომი 2012–2017 გაავრცელა. ჩანაწერი გამოცემა Pitchfork-მა წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა.

ნიკოლას ჯაარმა მუსიკალური მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ამ დრომდე მას საკუთარი სახელით 2 ალბომი და 11 EP აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Mi Mujer, Let's Live For Today და El Bandido. 2013 წელს ბრუკლინელ მულტიინსტრუმენტალისტ დეივ ჰარინგტონთან ერთად არტისტმა ელექტრონული დუეტი Darkside ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებშიც ალბომი Psychic გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული