Thumbnail

ნახეთ: ლიამ გალაჰერის ახალ კლიპში Once ერიკ კანტონა მონაწილეობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ლიამ გალაჰერმა კომპოზიციაზე Once გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში ფრანგი ფეხბურთელი და მსახიობი, ერიკ კანტონა მონაწილეობს, რომელიც მეფეს განასახიერებს. სიმღერა ლიამის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Why Me? Why Not. არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წლის სექტემბერში გამოიცა.

► ლიამ გალაჰერი: სოლო კარიერა უნდა დავასრულო, რადგან ნოელი Oasis-ის აღდგენას მეხვეწება

ერიკ კანტონამ წარმატებას ინგლისურ კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედში" მიაღწია. ის ამ გუნდთან ერთად პრემიერლიგის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა. 1997 წელს, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კანტონამ მსახიობობას მიჰყო ხელი. მას ისეთ ცნობილ ფილმებში უთამაშია, როგორებიცაა: Elizabeth და Looking for Eric. 2020 წელს ერიკი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

ლიამ გალაჰერა 2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული