Thumbnail

დეტროიტელი ლირიცისტი, რაიან მონტგომერი, ფსევდონიმით Royce Da 5'9", განაგრძობს მომავალი ალბომის The Allegory პრომოუშენს და მსმენელს ნამუშევრის კიდევ ერთ სინგლს I Don't Age სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერი თავად მონტგომერი გახლავთ.

► ნახეთ: Royce Da 5'9" და Westside Gunn კლიპს Overcomer ავრცელებენ 

► ნახეთ: Royce Da 5'9" ვიდეორგოლს Black Savage ავრცელებს 

► ნახეთ: Royce Da 5'9" ვიდეორგოლს Cocaine ავრცელებს

მონტგომერიმ მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონის, სასცენო სახელით Proof-ის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს დიჯეი პრემიერთან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. 2018 წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში კი ემსის შვიდი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული