Thumbnail

კანადელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დეისთარ პეტერსონმა, სასცენო სახელით Tory Lanez, ახალი კომპოზიცია K LO K და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკში თორის ახალგაზრდა კოლეგა Fivio Foreign მონაწილეობს. ჩანაწერი ტორონტოელის მომავალ მიქსტეიპში The New Toronto 3 შევა.

► ნახეთ: Tory Lanez და Snoop Dogg კლიპს Beauty In The Benz ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: Tory Lanez ახალ ალბომს Chixtape V ავრცელებს 

► ნახეთ: Tory Lanez & T-Pain - Jerry Sprunger 

თორიმ მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს მან სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 235 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა. შარშან კანადელმა არტისტმა მორიგი ჩანაწერი Chixtape V გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული