Thumbnail

მოუსმინეთ: Yo Gotti ახალ ალბომს Untrapped აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარიო მიმსმა, სასცენო სახელით Yo Gotti, გაყიდვაში ახალი ალბომი Untrapped ჩაუშვა, რომელიც 15 კომპოზიციას აერთიანებს. ვეტერანი სამხრეთელი თრეფ შემსრულებლის სტუდიურ ჩანაწერში მონაწილეობენ მუსიკოსები: A Boogie Wit Da Hoodie, Ty Dolla Sign, Lil Baby, Megan Thee Stallion, Lil Uzi Vert, Moneybagg Yo, Rick Ross და Estelle.

► ნახეთ: Yo Gotti ფრისტაილს კითხულობს 

► ნახეთ: Yo Gotti - H.O.E. (Heaven On Earth) 

► ნახეთ: Yo Gotti ვიდეორგოლს Put A Date On It აქვეყნებს

მარიომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2016 წელს გავრცელებული ალბომი The Art Of Hustle ითვლება, რომელმაც მუსიკალურ ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია Down In The DM გახლავთ.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული