Thumbnail

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz ახალი კომპოზიცია Momentary Bliss გაავრცელა. ბენდი ტრეკს ინგლისელ რეპერ Slowthai-სა და როკ ჯგუფ Slaves-თან ერთად ასრულებს.

კომპოზიცია ჯგუფმა ახალი პროექტის, Song Machine-ის ფარგლებში გაავრცელა, რომლის კვირაში ერთხელ გამოქვეყნებულ ეპიზოდში სხვადასხვა არტისტთან ერთად ჩაწერილი ტრეკი გაჟღერდება.

Gorillaz ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის, დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრისა და დიზაინერის, ჯეიმი ჰიულეტის მიერ 1998 წელს შექმნილი პროექტია. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული