Thumbnail

ბრიტანელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, ტომ ჯენკინსონმა, სასცენო სახელით Squarepusher, ახალი კომპოზიცია Terminal Slam და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში მოქმედება იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ვითარდება. ტრეკი არტისტის მომავალ ალბომში Be Up a Hello იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 31 იანვარს ჩაეშვება.

ტომმა მუსიკალური კარიერა 1992 წელს დაიწყო. ამ დრომდე მას 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. არტისტის ცნობილი კომპოზიციებია Dark Steering და Hello Meow. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული