Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. BASSIANI / HOROOM: Spielraum Night

7 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს კლუბში "ბასიანი" ამსტერდამში დაფუძნებული ქვიარ ივენთების სერიის Spielraum ღამე გაიმართება. მსმენელთა წინაშე ბერლინში მოღვაწე დიჯეი MCMLXXXV და KI/KI წარდგებიან. "ჰორუმის" ოთახში კი Afra და Polly F დაუკრავენ. 

4. KHIDI: Reeko | Amotik | Michailo | Yanamaste

7 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" ესპანელ არტისტს, Reeko-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Amotik, Michailo და Yanamaste დაიკავებენ. G2-ში კი მსმენელთა წინაშე Zurkin და L9 წარდგებიან. 

3. BACKSTAGE 76: Four Dimensional Monster Lobsters

8 თებერვალი (შაბათი)

8 თებერვალს კლუბი Backstage76 ქართულ ჯგუფს Four Dimensional Monster Lobsters მასპინძლობს. ფსიქოდელიური სინთპოპ კოლექტივი მსმენელთა წინაშე როგორც კარგად ნაცნობი, ასევე ახალი კომპოზიციებით წარდგება.   

2. Young Georgian Lolitaz-ის კონცერტი ბარ "ათონელში"

8 თებერვალი (შაბათი)

8 თებერვალს ქართული ინდი როკ ჯგუფის Young Georgian Lolitaz კონცერტი გაიმართება. ნიკა კოჩაროვის მიერ 2000 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი მსმენელთა წინაშე ბარ "ათონელში" წარდგება.

1. DEDAENA BAR: MokuMoku

9 თებერვალი (კვირა)

9 თებერვალს "დედაენის ბარში" ქართული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, MokuMoku-ს კონცერტი გაიმართება. მუსიკოსები მსმენელთა წინაშე ჰიტებითა და ახალი კომპოზოციებით წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული