Thumbnail

ნახეთ: Maxo Kream ვიდეორგოლს Drizzy Draco ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ემეკვანემ ბიოსამ, სასცენო სახელით Maxo Kream, კომპოზიციაზე Drizzy Draco გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი მექსოს სადებიუტო ალბომის Brandon Banks ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Maxo Kream თავის კონცერტზე მსმენელს ფიზიკურად გაუსწორდა 

► ნახეთ: Maxo Kream და ScHoolboy Q კლიპს 3AM ავრცელებენ 

► ნახეთ: Maxo Kream ახალ ფრისტაილში 6ix9ine-ს დისავს

მექსომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. რეპერი არჩევანს ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობაზე, დრილზე აკეთებს. ჰიუსტონელი არტისტი უკვე რამდენიმე წელია, იატაკქვეშეთში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სტუდიური ჩანაწერით Punken გაიცნო. შემსრულებლის ცნობილი კომპოზიციებია: Grannies, G3, ROACHES, FETTI, Big Homies, Meet Again და სხვა. 2019 წელს რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Brandon Banks ჩაუშვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული