Thumbnail

ნახეთ: Yo Gotti ფრისტაილს კითხულობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მომავალი ალბომის Untrapped პრომოუშენის ფარგლებში, სამხრეთელი თრეფ შემსრულებელი, მარიო მიმსი, სასცენო სახელით Yo Gotti, ცნობილი რადიოწამყვანისა და დიჯეის Funk Flex გადაცემას ესტუმრა. ვეტერანმა მემფისელმა რეჩიტატივი წაიკითხა, რა დროსაც აღნიშნა, რომ დიდი ხანია, ფრისტაილი არ შეუსრულებია.

► მოუსმინეთ: Yo Gotti - More Ready Than Ever

► ნახეთ: Yo Gotti - H.O.E. (Heaven On Earth)

► ნახეთ: Yo Gotti ვიდეორგოლს Put A Date On It აქვეყნებს

მარიომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2016 წელს გავრცელებული ალბომი The Art Of Hustle ითვლება, რომელმაც მუსიკალურ ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია Down In The DM გახლავთ.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული