Thumbnail

კანადელი მუსიკოსი დენ სნეითი, პროექტ Caribou-ს ფარგლებში, ახალ კომპოზიციას Never Come Back ავრცელებს. ტრეკი არტისტის მომავალ ალბომში Suddenly იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 28 თებერვალს ჩაეშვება. ჩანაწერი 12 ტრეკს გააერთიანებს.

► მოუსმინეთ: Caribou - You and I

► მოუსმინეთ: Caribou – Home

დენ სნეითმა შემოქმედებითი კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში ფსევდონიმით Manitoba დაიწყო. ორი ალბომის გამოცემის შემდეგ, მუსიკოსმა თავისი ყველაზე პოპულარული პროექტი Caribou შექმნა და 4 სტუდიური ჩანაწერიც გაავრცელა. არტისტმა 2012 წელს კიდევ ერთი პროექტი Daphni ჩამოაყალიბა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული