Thumbnail

Tekashi 6ix9ine-ის შესახებ შექმნილი პოდკასტის პირველი ეპიზოდი გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფ ჰიპ ჰოპ არტისტ დანიელ ერნანდესზე, იგივე Tekashi 6ix9ine-ზე შექმნილი პოდკასტის Infamous: The Tekashi 6ix9ine Story პირველი ეპიზოდი სახელწოდებით We Scums, We Not Slimes გავრცელდა. ჩანაწერში სხვადასხვა ადამიანი მუსიკოსის ისტორიას მოგვითხრობს, მათ შორის ჟურნალისტი ენჯი მარტინესი, ასევე ტეკაშის ტატუ არტისტი და სხვები.

► ნახეთ: Tekashi 6ix9ine-ის ახალი ფოტო ციხიდან

► Tekashi 6ix9ine-მა გამოძიებასთან ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც უნდა ითანამშრომლოს

ეპიზოდის სრულად მოსმენას მუსიკალური პლატფორმის Spotify მომხმარებლები შეძლებენ. პოდკასტი სწორედ "სპოტიფაისა" და გამოცემა Complex-ის თანამშრომლობით შეიქმნა.

ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო მას 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა.

2019 წლის დეკემბერში სასამართლომ ტეკაშის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რეპერმა პატიმრობაში 14 თვე გაატარა, შესაბამისად, თუ ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, სიქსნაინი გისოსებს მიღმა 2020 წლის ნოემბრამდე დარჩება. ამის შემდეგ მას 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა, 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმის სახით 35,000 დოლარის გადახდა მოუწევს.

დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული