Thumbnail

მოუსმინეთ: Bad Bunny-მ კობი ბრაიანტს სიმღერა 6 Rings მიუძღვნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა პუერტორიკოელმა მუსიკოსმა Bad Bunny ახალი სიმღერა 6 Rings გაავრცელა, რომელიც 26 იანვარს ტრაგიკულად დაღუპულ ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს მიუძღვნა. ჩანაწერში ბრაიანტის სიტყვებიც ისმის. ის ერთ-ერთი თამაშის შემდეგ გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

► ნახეთ: ქანიე ვესთმა კობი ბრაიანტის პატივსაცემად Sunday Service გამართა

► ცნობილი მუსიკოსები კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ

მუსიკოსის თქმით, სიმღერის დასახელება 6 Rings ბრაიანტის მიერ მოპოვებულ NBA-ს ხუთ საჩემპიონო და ერთ საქორწინო ბეჭედს აღნიშნავს.

კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ეპოქალური კალათბურთელი საკუთარ ვერტმფრენში შვილთან და კიდევ 7 პირთან ერთად იმყოფებოდა. ცხრავე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა. დრეიქისა და მისი ერთობლივი ტრეკი Mia კი ჰიტ-აღლუმის ხუთეულში მოხვდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული