Thumbnail

მოუსმინეთ: Anna Calvi – Don’t Beat The Girl Out Of My Boy Ft. Courtney Barnett

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ანა კალვიმ კომპოზიციის Don't Beat the Girl Out of My Boy განახლებული ვერსია გაავრცელა. ტრეკი მან ავსტრალიელ მომღერალთან, კორტნი ბარნეტთან ერთად ჩაწერა.

Don't Beat the Girl Out of My Boy კალვის მომავალ ჩანაწერში Hundet იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მისი ბოლო ალბომის Hunter კომპოზიციების აკუსტიკური ვერსიები შევა. 

ანამ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. ამ დრომდე მას სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. არტისტს ისეთი ცნობილი სერიალისთვის აქვს საუნდტრეკი დაწერილი, როგორიცაა Peaky Blinders.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული