Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Deeper ახალი სიმღერა This Heat და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Auto-Pain იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 26 მარტს ჩაეშვება. ვიდეორგოლის რეჟისორი ზაკ ჰარისი გახლავთ.

Deeper ჩიკაგოში 2014 წელს ჩამოყალიბდა. ბენდისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი მუსიკოსებმა 2018 წელს გამოუშვეს. კოლექტივი 3 წევრისგან შედგება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული