Thumbnail

მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერმა ახალი სიმღერა Get Me გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა ახალი სიმღერა Get Me გაავრცელა. კომპოზიციას ის ამერიკელ არტისტთან, Kehlani-სთან ერთად ასრულებს. ტრეკი ჯასტინის მომავალ ალბომში Changes იქნება წარმოდგენილი, რომელიც 14 თებერვალს გამოიცემა.

► ჯასტინ ბიბერმა მოსმენების დასაგროვებლად ფანებს ყალბი ანგარიშების შექმნისკენ მოუწოდა

► ჯასტინ ბიბერი: ორ დაავადებას ვებრძვი

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა 2016 წელს საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის კატეგორიაში კომპოზიციით Where Are Ü Now გრემი მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული