Thumbnail

ნახეთ: Halsey-მ სიმღერები You Should Be Sad და Finally // Beautiful Stranger შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტელეკომპანია NBC-ს ეთერში ცნობილი სატელევიზიო შოუს Saturday Night Live 2020 წლის პირველი ეპიზოდი გავიდა, რომლის სტუმარიც ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჰოლზი გახლდათ. გადაცემის მუსიკალურ ნაწილში არტისტმა ახალ ალბომში Manic შესული კომპოზიციები You Should Be Sad და Finally // Beautiful Stranger შეასრულა.

► Halsey: ჩემს კარიერაში ეს ყველაზე უცენზურო სიმღერაა

► მოუსმინეთ: Halsey ახალ ალბომს Manic ავრცელებს

► ნახეთ: Halsey - You Should Be Sad

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. ბოლო ჩანაწერი Manic ჰოლზიმ 2020 წლის იანვარში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული