Thumbnail

ბრიტანულმა ჯგუფმა Blossoms ახალი სიმღერა If You Think This Is Real Life და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Foolish Loving Spaces იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 31 იანვარს ჩაეშვება. ვიდეორგოლის რეჟისორი მაიკლ ჰოლიკი გახლავთ.

► ნახეთ: ჯგუფმა Blossoms ბილი აილიშის სიმღერა Bury A Friend შეასრულა

Blossoms ინგლისში 2013 წელს ჩამოყალიბდა. 2016 წელს BBC-მ ჯგუფი საუკეთესო ახალბედა არტისტებს შორის დაასახელა. 2017-ში კი ბენდის სადებიუტო ალბომი Blossoms მერკურის პრიზის ნომინაციაზეც წარადგინეს. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ინდი პოპსა და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული