Thumbnail

ნიგერიელი მუსიკოსი TOBi, რომელიც ამჟამად კანადაში მოღვაწეობს, საკუთარი კომპოზიციის City Blues ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს. ტრეკის რემიქსში ცნობილი კალიფორნიელი რეპერი The Game მონაწილეობს.

ტობი 1993 წელს ნიგერიაში დაიბადა. 9 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. თინეიჯერობის ასაკში არტისტი რეპ ბეთლებში მონაწილეობდა. შემოქმედებითი მოღვაწეობა მან 2015 წელს დაიწყო. 2019 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი STILL გამოაქვეყნა. ტობის მუსიკა არენბის, სოულისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია. მის ნამუშევრებზე გავლენა მუსიკოსებმა: Gil Scott-Heron, Frank Ocean, Marvin Gaye, Eartha Kitt, Florence And The Machine და Andre 3000 მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული