Thumbnail

ფოტოგალერეა: როგორ გამოიყურებოდნენ მუსიკოსები გრემის დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესის Staples Center-ში გამართული გრემის 62-ე დაჯილდოების შემდეგ, ღონისძიების სტუმრებმა კომპანია Sony Music Entertainment-ის მიერ მოწყობილ წვეულებაზე გადაინაცვლეს. ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი საღამოს კაბებისა და კოსტიუმების შემდეგ, არტისტთა ნაწილმა არჩევანი ყოველდღიურ სამოსზე შეაჩერა, ნაწილმა კი ცერემონიის შემდგომი წვეულებისთვისაც განსაკუთრებულ ფორმაში ყოფნა არჩია.

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს Grammy-ს დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

► ნახეთ: Lil Nas X-მა და Lizzo-მ გრემიზე გამარჯვება სტრიპტიზ კლუბში აღნიშნეს

Lizzo

ლიზომ სამი გრემის მოპოვება ლოს ანჯელესის სტრიპტიზ კლუბ Crazy Girl-ში, რეპერ Lil Nas X-თან ერთად აღნიშნა, თუმცა, მანამდე დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე გამოჩნდა. მუსიკოსმა ზებრის პრინტიანი კოქტეილის კაბა მოირგო. 

Billie Eilish

გრემის ტრიუმფატორმა 18 წლის პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა დაჯილდოების დასრულების შემდეგ არჩევანი კვლავ Gucci-ზე შეაჩერა. არტისტმა ბრჭყვიალა კოსტიუმი, რომლითაც ცერემონიაზე წარდგა, პრინტიანი სპორტული შარვლითა და ჰუდით შეცვალა.   

Camila Cabello & Shawn Mendes

წვეულებაზე მივიდნენ კუბელი პოპვარსკვლავი, კამილა კაბეიო და მისი შეყვარებული, კანადელი მომღერალი შონ მენდესი. კამილას კვლავ Versace-ს თვლებით გაწყობილი კაბა ეცვა, რომლითაც დაჯილდოებაზე გამოჩნდა, თუმცა, ამჯერად შლეიფის გარეშე. 

Cardi B & Offset

ჰიპ ჰოპ არტისტების ცნობილი წყვილი წვეულებაზე ხელიხელჩაკიდებული მივიდა. ქარდიმ ჭრელი კოქტეილის კაბა მოირგო, Offset-მა კი არჩევანი ტყავის შარვალსა და მოსაცმელზე შეაჩერა. 

Jessie J

ინგლისელი პოპვარსკვლავი Jessie J კამერებმა შეყვარებულთან, მსახიობ ჩენინგ ტატუმთან ერთად აღბეჭდეს. ჯესიმ წვეულებისთვის შავი კოსტიუმი შეარჩია, ჩენინგმა კი Axecents by Orah LeMaître-ის სამოსი მოირგო.  

John Legend

კიდევ ერთი წყვილი, რომელიც წვეულებაზე მივიდა, ამერიკელ მუსიკოსი, ჯონ ლეჯენდი და მისი ცოლი, ტელევარსკვლავი ქრისი თიგენია. ჯონი კვლავ Alexander McQueen-ის კოსტიუმით გამოჩნდა, რომელიც ცერემონიაზე ეცვა. 

Kehlani

ამერიკელმა მუსიკოსმა, Kehlani-მ ჯინსის შარვალი მოირგო, რომელსაც თეთრი პიჯაკი შეუხამა. 

YG

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, YG-მ ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის 8-ნომრიანი მაისური ჩაიცვა, რომლითაც ლეგენდარული სპორტსმენი კლუბ Los Angeles Lakers-ის შემადგენლობაში წევრიანდებოდა.

Machine Gun Kelly & Noah Cyrus

წვეულებაზე ერთად მივიდნენ ჰიპ ჰოპ არტისტი Machine Gun Kelly და მუსიკოსი ნოა საირუსი. 

Tinashe

მწვანე კაბაში გამოწყობილი მომღერალი Tinashe კამერების წინ გრემის დასრულების შემდეგაც პოზირებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული