Thumbnail

ნახეთ: Lil Nas X-მა და Lizzo-მ გრემიზე გამარჯვება სტრიპტიზ კლუბში აღნიშნეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსებმა, Lil Nas X-მა და Lizzo-მ გრემის დაჯილდოებაზე გამარჯვება ლოს ანჯელესში, სტრიპტიზ კლუბ Crazy Girl-ში აღნიშნეს. ვიდეო ინსტაგრამის სთორის საშუალებით თავად ლიზომ გაავრცელა.

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს Grammy-ს დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

View this post on Instagram

Lil Nas X ain’t trying to throw that money 😩

A post shared by The Neighborhood Talk LLC (@theneighborhoodtalk2) on

ლიზომ გრემის ცერემონიაზე სამ ნომინაციაში: საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსი, საუკეთესო ტრადიციული არენბი პერფორმანსი და საუკეთესო ურბანული თანამედროვე ალბომი გაიმარჯვა. ლილ ნასს კი ორი ჯილდო საუკეთესო პოპ დუეტის პერფორმანსისა და წლის ვიდეოკლიპისთვის გადაეცა.

ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

მონტერო ლამარ ჰილმა, სასცენო სახელით Lil Nas X, შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული