Thumbnail

Tyler, The Creator მიმართავს ადამიანს, რომელმაც 9 წლის წინ უთხრა, რომ გრემის ვერ აიღებდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტაილერ გრეგორი ოკონმა, ფსევდონიმით Tyler, The Creator, გრემის ჯილდოს მიღების შემდეგ, ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის, მარკ ენტონის მიერ 9 წლის წინ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც მამაკაცი წერდა, რომ ტაილერი გრემის ვერასდროს მიიღებდა.

ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია  

"ეს პოსტი 9 წლის წინ ჩავინიშნე, რათა ერთ დღეს შენთვის მეთქვა - მე ეს შევძელი. დიახ, მე ძალიან მეწვრილმანე ვარ. წარმატებულ დღეს გისურვებ, მარკ", - განაცხადა ტაილერმა.

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული