Thumbnail

BTS არიანა გრანდეს: გთხოვ, ითანამშრომლე ჩვენთან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კეიპოპ ჯგუფი BTS გრემის 62-ე ცერემონიაზე ქანთრი რეპერ Lil Nas X-თან ერთად პერფორმანსით წარდგა. რეპეტიციაზე ბიჭებს ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე ესტუმრა და მათთან ერთად ფოტო გადაიღო.

► BTS პირველი კორეული პროექტია, რომლის ალბომიც აშშ-ში ყველაზე მეტჯერ გაიყიდა

"ნახეთ, ვის გადავეყარე რეპეტიციაზე", - დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე.

View this post on Instagram

look who i bumped into at rehearsal :)

A post shared by Ariana Grande (@arianagrande) on

მოგვიანებით, დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე გავლისას, ბიჭებს გამოცემა "ბილბორდის" ჟურნალისტმა ჰკითხა, მოსალოდნელია თუ არა მუსიკოსების თანამშრომლობა, რაზეც კოლექტივის წევრმა, არემმა უპასუხა:

"ჩვენი სარეპეტიციო სტუდიები გვერდიგვერდ იყო. მან ჯერ ჩვენი მუშაობის პროცესი ნახა, შემდეგ კი ჩვენ დავესწარით მის რეპეტიციას. არიანასთან თანამშრომლობის სურვილი სულ გვაქვს. ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა. არი, გთხოვ, ითანამშრომლე ჩვენთან".

"ბითიესი" გრემის დაჯილდოებას ზედიზედ მეორედ დაესწრო. წელს კოლექტივი ლილ ნას იქსს სცენაზე ჰიტის Old Town Road შესრულებისას შეუერთდა. ეს დაჯილდოების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთკორეელი არტისტები სცენაზე პერფორმანსით წარდგნენ. 

► BTS პირველი სამხრეთკორეული ჯგუფი გახდა, რომელიც გრემიზე პერფორმანსით წარდგა

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული