Thumbnail

ნახეთ: Beastie Boys-ზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის Beastie Boys Story თიზერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილ ამერიკულ ჯგუფზე Beastie Boys გადაღებული დოკუმენტური ფილმის Beastie Boys Story პირველი თიზერი გავრცელდა. სურათის რეჟისორი ოსკაროსანი სპაიკ ჯონსი გახლავთ. სცენარის თანაავტორები ბენდის ყოფილი წევრები Ad-Rock და Mike D არიან.

► ნახეთ: Beastie Boys-მა Adidas-თან თანამშრომლობით ფეხსაცმელი გამოუშვა

► Beastie Boys-მა ჰიტის Sabotage შექმნის ისტორია გაიხსენა

ჯგუფის მოღვაწეობის შესახებ შექმნილ ნამუშევარში მაყურებელი ექსკლუზიურ საარქივო ვიდეომასალასაც იხილავს. სურათის პრემიერა მარტში ფესტივალ South by Southwest-ზე შედგება. კინოთეატრებში მას 3 აპრილს აჩვენებენ.

Beastie Boys ნიუ იორკში 1979 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი თავდაპირველად ჰარდკორ პანკ ჟანრში მოღვაწეობდა. 1983-ში კი არტისტებმა სადებიუტო ჰიპ ჰოპ სინგლი Cooky Puss გამოსცეს. ტრეკი წარმატებული გამოდგა, რის შემდეგაც კოლექტივის წევრები მაიკ დი, ემ-სი-ეი და ედ-როკი შეთანხმდნენ, რომ საკუთარ შემოქმედებაში მეტი ჰიპ ჰოპ ელემენტები შეეტანათ. კარიერის განმავლობაში მათ 50 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხეს. 2012 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული