Thumbnail

ნახეთ: Sandro Bibich-მა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად Fake Plastic Trees შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკოსმა სანდრო კვაჭაძემ, სასცენო სახელით Sandro Bibich, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის ჰიტი Fake Plastic Trees შეასრულა. აკომპანემენტს მას გორის ქალთა კამერული გუნდი უწევდა. არანჟირების ავტორები თავად სანდრო და თეონა ცირამუა გახლავთ.

კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია Radiohead-ის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში The Bends არის წარმოდგენილი, რომელიც 1995 წელს გამოიცა. 

სანდრო კვაჭაძე კომპოზიტორი, ვოკალისტი და ინსტრუმენტალისტი გახლავთ. მან ექსპერიმენტული აკაპელა პროექტი შექმნა, რომელიც ძირითადად თანამედროვე ჯაზის, პოპისა და ქართული კინომუსიკის ელემენტებს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული