Thumbnail

Megan Thee Stallion: კაცები ხარბები არიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ახალგაზრდა ჰიუსტონელი რეპერი, მეგან პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion ლოს ანჯელესში მდებარე რადიოსადგურის KRRL გადაცემას The Cruz Show ესტუმრა. წამყვანებთან საუბრის გარდა, არტისტმა თაყვანისმცემლების კითხვებს უპასუხა. ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, რატომ სჩვევიათ კაცებს ქალების ღალატი, რაზეც მეგანმა უპასუხა:

► ნახეთ: Megan Thee Stallion გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა

► მოუსმინეთ: Megan Thee Stallion & Normani - Diamonds

► ნახეთ: Megan Thee Stallion ტრეკებს Cash Shit და Big Ole Freak ასრულებს

"კაცები იმიტომ იტყუებიან, რომ ხარბები არიან. მას შეიძლება, ძალიანაც უყვარდეს ქალი, მაგრამ, თუ კონკრეტულ სიტუაციაში ჩათვლის, რომ სწორად იქცევა, უღალატებს. ამის შემდეგ ის ისევ ეყვარება და სახლში დაბრუნებაც მოუნდება. ქალებს არაფერი ეჩვენებათ, ისინი კაცებს მიჰყავთ სიგიჟემდე", - აღნიშნა მეგანმა.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის პირველი მიქსტეიპით Fever გაიცნო. მუსიკოსის პოპულარული ტრეკებია: Big Ole Freak, Realer, Cash Shit და სხვა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული