Thumbnail

ლოს ანჯელესის Staples Center-მა გრემის 62-ე ცერემონიას უმასპინძლა. წლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური ღონისძიებისთვის შემსრულებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ და დაჯილდოების დაწყებამდე ცნობილი დიზაინერების სამოსით მიიქციეს კამერების ყურადღება.

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

გთავაზობთ გამორჩეულად ჩაცმული მუსიკოსების ფოტოებს:

Billie Eilish

ღონისძიების ტრიუმფატორი, 5 გრემის მფლობელი 18 წლის მუსიკოსი, ბილი აილიში წითელ ხალიჩაზე Gucci-ს კოსტიუმში გამოწყობილი წარდგა.

Ariana Grande

ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე ღონისძიებაზე Giambattista Valli-ს ნაცრისფერი კაბით გამოჩნდა.

Lizzo

რეპერმა Lizzo-მ, რომელმაც საუკეთესო სოლო პოპ პერფორმანსის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება, წითელ ხალიჩაზე Versace-ს თეთრი კაბით გაიარა.

Lil Nas X

წლის ვიდეორგოლისა და დუეტის მიერ შესრულებული საუკეთესო პოპ პერფორმანსის კატეგორიებში გამარჯვებამდე 20 წლის რეპერი, Lil Nas X კამერების წინ ტრადიციულად კოვბოის კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა. არტისტის გარეგნობაზე მოდის სახლმა Versace იზრუნა.

Lana Del Rey

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ლანა დელ რეი ვერცხლისფერი ვინტაჟური კაბით იწონებდა თავს. როგორც აღმოჩნდა, სამოსის შესაძენად არტისტი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ესტუმრა. "ეს ბოლო მომენტში ნაყიდი კაბაა, რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა", - განაცხადა ლანამ წითელ ხალიჩაზე.

Rosalía

ესპანელმა პოპვარსკვლავმა, Rosalía-მ არჩევანი Alexander Wang-ის წითელ ტყავის კაბაზე შეაჩერა.

Tyler, the Creator

წლის საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში გამარჯვებულმა კალიფორნიელმა არტისტმა, ტაილერ გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, სასტუმროს კონსიერჟის სტილით შთაგონებული კოსტიუმი მოირგო.

Dua Lipa

Alexander Wang-ის თეთრ ატლასის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ბრიტანელმა მომღერალმა, დუა ლიპამ.

Cardi B

პოპულარულმა ნიუ იორკელი მუსიკოსმა, Cardi B-მ ცერემონიისთვის Mugler-ის კაბა მოირგო.

Billy Porter

ტრადიციულად ექსტრავაგანტული კოსტიუმი შეარჩია ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, ბილი პორტერმა. ის კამერების წინ Baja East-ის ბრჭყვიალა ფირუზისფერი კოსტიუმითა და აქსესუარებით გამოჩნდა.

Camila Cabello

წარმოშობით კუბელმა პოპვარსკვლავმა, კამილა კაბეიომ Versace-ს შავ კაბას Le Vian-ის სამკაულები შეუხამა.

Shawn Mendes

კანადელმა პოპვარსკვლავმა, შონ მენდესმა Louis Vuitton-ის შინდისფერი კოსტიუმი შეარჩია.

Gwen Stefani & Blake Shelton

წითელ ხალიჩაზე გამოჩდა მუსიკოსთა ცნობილი წყვილი, გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი. პოპ მომღერალს Dolce and Gabbana-ს თეთრი კაბა ეცვა, ქანთრი მუსიკოსმა კი არჩევანი კლასიკურ შავ კოსტიუმზე შეაჩერა. 

John Legend

ამერიკელი მუსიკოსი, ჯონ ლეჯენდი დაჯილდოებაზე Alexander McQueen-ის ნაცრისფერი კოსტიუმით მივიდა.

FKA twigs

ბრიტანელმა მუსიკოსმა, FKA twigs-მა მოდის სახლ Ed Marler-ის კაბა მოირგო.

H.E.R.

DSquared2-ის ჭრელი კაბით იწონებდა თავს ამერიკელი მუსიკოსი გაბრიელა უილსონი, ფსევდონიმით H.E.R.

Brandi Carlile

ბრენდი კარლაილმა წითელ ხალიჩაზე Maryam Malakpour-ის კოსტიუმით გაიარა.

Maggie Rogers

მუსიკოს მეგი როჯერსს Chanel-ის შავი კაბა ეცვა.

Ella Mai

ბრიტანელი მომღერალი, ელა მეი კამერების წინ Giorgio Armani-ს წითელი კაბით გამოჩნდა. 

BTS

ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრები გრემის წითელ ხალიჩაზე Bottega Veneta-ს სამოსით გამოჩდნენ.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული