Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ გრემიზე Imagine, 7 Rings და Thank U, Next შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლოს ანჯელესში გამართულ გრემის რიგით 62-ე ცერემონიაზე პოპულარულმა ამერიკელმა არტისტმა, არიანა გრანდემ კომპოზიციები Imagine, 7 Rings და Thank U, Next შეასრულა. სიმღერები მის ბოლო ალბომში Thank U, Next არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის თებერვალში ჩაეშვა. 

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

► ნახეთ: ბილი აილიშის პერფორმანსი გრემიზე

 ნახეთ: Tyler, The Creator-ის პერფორმანსი გრემიზე

შეგახსენებთ, რომ არიანა გრემიზე შარშანაც უნდა წარმდგარიყო, თუმცა, ღონისძიების ორგანიზატორებთან კონფლიქტის გამო გამოსვლაზე უარი განაცხადა. მომღერალს მხოლოდ 7 Rings-ის შესრულება სურდა, გრემის პროდიუსერებმა კი მას განუცხადეს, რომ კომპოზიცია მხოლოდ პერფორმანსის ნაწილი უნდა ყოფილიყო, რამაც გრანდე გააღიზიანა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული