Thumbnail

ნახეთ: Aerosmith-ის პერფორმანსი Run-DMC-ის მონაწილეობით

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Aerosmith გრემის დაჯილდოებაზე კომპოზიციები Livin' on the Edge და Walk This Way შეასრულა. ამ უკანასკნელის დაკვრისას ბენდს სცენაზე ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანება Run-DMC შეუერთდა. 

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია 

► ნახეთ: Tyler, The Creator-ის პერფორმანსი გრემიზე

► ბილი აილიშმა Grammy-ზე რეკორდი მოხსნა

 

გრემის დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე, MusiCares-ის ცერემონიაზე ხმის ჩამწერმა აკადემიამ Aerosmith-ს საქველმოქმედო მოღვაწეობისა და მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრესტიჟული ჯილდო გადასცა. ამ დროს არტისტებთან ერთად პრიზის მისაღებად სცენაზე დრამერი ჯოუი კრამერიც იდგა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გრემის პერფორმანსში მონაწილეობა სასამართლოს გზით მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფობის გამო ის ბოლო პერიოდში ბენდთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე ვერ უკრავდა, რის გამოც დროებით ჯონ დუგლასით ჩაანაცვლეს.

► დრამერი ჯოუი კრამერი თავის ბენდს, Aerosmith-ს სასამართლოში უჩივის

► ნახეთ: Aerosmith-ის დრამერი თავისი ჯგუფის რეპეტიციაზე დაცვამ არ შეუშვა

Aerosmith ქალაქ ბოსტონში 1970 წელს შეიქმნა და სამი წლის შემდეგ ბენდის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული. 4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი "აეროსმიტმა" მსოფლიო ტურნე Aero-Vederci Baby! გამართა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი შეკვეთილშიც ჩატარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული