Thumbnail

BTS პირველი სამხრეთკორეული ჯგუფი გახდა, რომელიც გრემიზე პერფორმანსით წარდგა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესის Staples Center-ში გრემის 62-ე დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა 20 წლის ქანთრი რეპერი Lil Nas X, რომელსაც ჰიტის Old Town Road შესრულებისას სცენაზე კეიპოპ ბენდი BTS შეუერთდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გრემიზე სამხრეთკორეულმა პროექტმა იმღერა.

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

► BTS პირველი კორეული პროექტია, რომლის ალბომიც აშშ-ში ყველაზე მეტჯერ გაიყიდა

პერფორმანსში აგრეთვე მონაწილეობდნენ ქანთრი მუსიკოსი, ბილი რეი საირუსი, რეპერი Nas, დიჯეი Diplo და 13 წლის მომღერალი, მეისონ რამსი.

2019 წელს რეპერმა საკუთარი ჰიტის არაერთი რემიქს ვერსია გამოუშვა. მათ შორის, სიმღერის ალტერნატიულ ვერსია Seoul Town Road გაავრცელა "ბითიესის" წევრ RM-თან ერთად. 

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული