Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშის პერფორმანსი გრემიზე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლოს ანჯელესში გრემის 62-ე ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა კომპოზიცია When the Party's Over შეასრულა. არტისტს აკომპანემენტი თავისმა ძმამ, ფინიასმა გაუწია. ტრეკი ბილის გრემის მფლობელ სადებიუტო ალბომში When We All Fall Asleep, Where Do We Go? არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წლის მარტში გამოიცა.

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

► ბილი აილიშმა Grammy-ზე რეკორდი მოხსნა

► ნახეთ: ბილი აილიშმა სიმღერაზე Everything I Wanted კლიპი გადაიღო

 

აღსანიშნავია, რომ ბილიმ გრემიზე რეკორდი დაამყარა. ის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა, რომელმაც ღონისძიების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მუსიკოსმა ჯილდო საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაშიც მიიღო.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული