Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის წარმომადგენელი, მიშიკო გოგავა, ფსევდონიმით 3NEMY, თაყვანისმცემლებს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია "დიიიიიდი VERSE" გამოაქვეყნა.

► მოუსმინეთ: ქართველი რეპერი 3NEMY მიქსტეიპს ავრცელებს

► ნახეთ: 3NEMY - ანბანი (Prod. By HaruTune)

► ნახეთ: 3NEMY - ჩუ

ენემიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. არტისტს დღეისთვის რამდენიმე მიქსტეიპი აქვს გამოშვებული. 2017 წლიდან რეპერმა ვიდეოჟურნალის Flow Flow პოპულარული გადაცემის PVP Battle არაერთ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ემსი რეჩიტატივის სწრაფი კითხვით გამოირჩევა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული