Thumbnail

4 იანვარს გავრცელებული ტრეკის Dark Side შემდეგ, ჰიპ ჰოპ არტისტი ლაშა აბრამიძე, ფსევდონიმით Cas, მსმენელს ახალი კომპოზიციით Plus Size დაუბრუნდა. ნამუშევარი Ghost Records-ში ჩაიწერა და მისი პროდიუსერი ტრადიციულად კასპერი გახლავთ.

► მოუსმინეთ: Cas - Dark Side 

► მოუსმინეთ: Cas - 33 

► მოუსმინეთ: Cas - ვაკეთებ Ft. Sf-x & Kriss

ლაშამ მუსიკალური კარიერა ინგლისურენოვან როკ ბენდში Duality დაიწყო. არტისტი ჯგუფში 2003-07 წლებში მოღვაწეობდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ძალები სხვა ჟანრშიც მოსინჯა და ჰიპ ჰოპ მუსიკის შექმნას შეუდგა. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი "ჩემი ნება რომ იყოს" 2016 წელს გამოიცა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "მე მინდა მეტი", "ზომბი ვარ", "ნეტა ვინ" და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული