Thumbnail

ნახეთ: Queen დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს

ლეგენდარული Queen პირველი მუსიკალური ჯგუფი გახდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს. კოლექტივის პატივსაცემად მთავრობამ 5 გირვანქა სტერლინგის ნომინალის საკოლექციო მონეტები გამოუშვა, რომლებზეც ბენდის თითოეულ წევრთან დაკავშირებული ინსტრუმენტებია დატანილი.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Queen-ს?

► Queen-ის ახალი აპლიკაციით გაიგებთ, რამდენად შეგიძლიათ ფრედი მერკურის მსგავსად სიმღერა

კრის ფეისის დიზაინით დამზადებულ მონეტებზე ბრაიან მეის გიტარის Red Special, ჯონ დიკონის ბასგიტარის Fender Precision, როჯერ ტეილორის დასარტყამი ინსტრუმენტის Ludwig Bass Drum და ფრედი მერკურის Bechstein-ის ბრენდის როიალის ხილვაა შესაძლებელი. ამასთან, ფორტეპიანოს კლავიშებზე სიმღერის Bohemian Rhapsody პირველი ნოტებია აღებული.

"ეს 5 გირვანქა სტერლინგიანი მონეტაა, რომლის ცალ მხარეს დედოფალი, მეორე მხარეს კი "ქუინია" გამოსახული. ასეთი რამ ბრიტანეთის ისტორიაში არ მომხდარა. შეგიძლიათ, შეიძინოთ. ისინი სხვადასხვა მასალითაა დამზადებული და ლამაზ ჩასადებებში დევს", - ამბობს ბრაიან მეი მონეტის სარეკლამო ვიდეოში.

"როდესაც "ქუინი" შევქმენით, აღიარების პირველი საფეხურიც კი მიუღწეველი გვეჩვენებოდა. ჩვენი ჯგუფის ასეთი დაფასება ძალიან ამაღელვებელია - ეს არის ნამდვილი პატივისცემა", - განაცხადა მეიმ ჟურნალისტებთან საუბარში.

რკინის, ვერცხლისა და ოქროს მონეტების ღირებულება 13-დან 2,020 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ეპოქალური კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული