Thumbnail

ნახეთ: რუიტი საკამოტომ ფილმისთვის The Staggering Girl მუსიკალური თემა დაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა იაპონელმა კომპოზიტორმა, რუიტი საკამოტომ ფილმის Call Me by Your Name რეჟისორის, ლუკა გუადანინოს ახალი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრისთვის The Staggering Girl მუსიკალური თემა დაწერა. 11 ჩანაწერისგან შემდგარი საუნდტრეკების ალბომი 14 თებერვალს გავრცელდება. ერთ-ერთი ნაწარმოების ნაწყვეტი კინოსურათის ოფიციალურ თრეილერს გასდევს ფონად. 

► რუიტი საკამოტო სადებიუტო სოლო ალბომის განახლებულ ვერსიას გაავრცელებს

სტუდიური ჩანაწერის ტრეკლისტი:

The Staggering Girl
 Woman in Yellow
Woman in Yellow II
Casa
Woman in Yellow III
Night Garden
Toni
Tangling
Roma
Dance
Dance (Ambient Version)

ფილმში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი, ჯულიანა მური ასრულებს. სურათი 2019 წლის მაისში კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, მისი მსოფლიო პრემიერა კი 2020 წლის 15 თებერვალს ონლაინ პლატფორმა MUBI-ზე შედგება.

საკამოტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. ის ელექტრონული მუსიკის არაერთი ქვეჟანრის პიონერია. არტისტს ბაფტა, გრემისა და ოსკარის ჯილდოები, ასევე, ორი ოქროს გლობუსი აქვს მოპოვებული. ის არაერთი ანიმესა და ვიდეოთამაშის კომპოზიტორი და სცენარის ავტორია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული