Thumbnail

ნახეთ: რიკი მარტინი ახალი სიმღერის Tiburones კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი პუერტორიკოელი მუსიკოსი, რიკი მარტინი ახალ კომპოზიციას Tiburones და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. რეჟისორ კაჩო ლოპესის მიერ გადაღებულ კლიპში მოქმედება არტისტის სამშობლოში ვითარდება.

► მოუსმინეთ: Ricky Martin, Bad Bunny და Residente კომპოზიციას Cántalo ავრცელებენ

"ამ ვიდეორგოლში უნივერსალური ისტორიის მოთხრობა მინდოდა, ამიტომაც გადავიღე ის პუერტო რიკოში. სიმღერაც და კლიპიც ზუსტად გადმოსცემენ ყველა იმ ემოციას, რაც ადამიანების ერთიანობის მომენტში წარმოიქმნება", - აცხადებს არტისტი. 

რიკი მარტინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1984 წელს დაიწყო. ორი გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Livin' La Vida Loca, María და She Bangs მოუტანა. 2016 წელს კოლუმბიელ პოპვარსკვლავთან, მალუმასთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე Vente Pa' Ca გადაღებულმა კლიპმა კი იუთუბზე 1,5 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული