Thumbnail

System of a Down-ისა და Avenged Sevenfold-ის წევრებმა Radiohead-ის სიმღერა დააქავერეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი როკ ჯგუფის System of a Down დრამერმა, ჯონ დოლმაიანმა და ამერიკული მეტალ ბენდის Avenged Sevenfold ვოკალისტმა M. Shadows ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის Radiohead კომპოზიცია Street Spirit შეასრულეს. ტრეკი დოლმაიანის ქავერ ალბომში These Grey Men იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 28 თებერვალს ჩაეშვება. ნამუშევარში გიტარის სოლო პარტიას ტომ მორელო უკრავს.

ჯონ დოლმაიანმა კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფ System of a Down-ში მოღვაწეობით გახდა. მუსიკოსი აგრეთვე პროექტ Scars on Broadway-ს წევრი იყო. გამოცემა Loudwire-მა ის ჰარდ როკისა და მეტალის ყველა დროის საუკეთესო დრამერებს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული