Thumbnail

კიმ კარდაშიანს ქანიე ვესთთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებისთვის უჩივიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი ფოტოგრაფი, სიდ ბოლდენი ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს მის მიერ გადაღებული სურათის უნებართვოდ გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივის და ფინანსურ ანაზღაურებას მოითხოვს. კიმმა ფოტო, რომელზეც ქმართან, ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან ერთად არის აღბეჭდილი, ინსტაგრამზე 2018 წელს გამოაქვეყნა. პოსტს ამ დროისთვის 2,2 მილიონზე მეტი მოწონება აქვს დაგროვებული. როგორც ჟურნალი E! წერს, აშშ-ის საავტორო უფლებების ასოციაციამ ბოლდენი ამ სურათის ავტორად უკვე აღიარა.

► ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანის დაბადების დღეზე ქველმოქმედებაში 1 მილიონი დოლარი დახარჯა

ფოტო რეპერ Nas-ის ალბომის Nasir გამოშვებასთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზეა გადაღებული.

ნიუ იორკის სასამართლოში შეტანილ დოკუმენტებში ფოტოგრაფი წერს, რომ კიმისთვის სურათის გამოქვეყნების ნებართვა არ მიუცია და ტელევარსკვლავისგან არც შესაბამისი ანაზღაურება მიუღია. არ კონკრეტდება, რა ოდენობის თანხას ითხოვს ბოლდენი, თუმცა, სარჩელის თანახმად, კომპენსაცია ამ ფოტოს გამოქვეყნებით მიღებული სარგებლის შესაბამისი უნდა იყოს. ამასთან, ის კარდაშიანისთვის ჯარიმის დაკისრებასაც მოითხოვს. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

ფოტოგრაფებს საავტორო სურათების გამოქვეყნებისთვის არაერთი ცნობილი ადამიანისთვის უჩივლიათ, მათ შორის არიანა გრანდესთვის, ჯასტინ ბიბერისა და კეტი პერისთვის. არიანამ და ჯასტინმა ფოტოს ავტორებთან შეთანხმება გააფორმეს, კეტი პერის წინააღმდეგ კი სასამართლო დავა ისევ მიმდინარეობს. როგორც წესი, ასეთ საქმეებზე მოთხოვნილი თანხა $100,000-ს აღემატება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული