Thumbnail

კანადელმა მუსიკოსმა, ჯესი რეიესმა ახალი სიმღერა Love In The Dark და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მის სადებიუტო ალბომში Before Love Came To Kill Us შევა, რომელიც 27 მარტს ჩაეშვება გაყიდვაში.

► ნახეთ: Jessie Reyez - Far Away

ჯესიმ კარიერა 2014 წელს დაიწყო. მას პოპულარობა 2016 წელს გამოცემულმა სინგლმა Figures მოუტანა. არტისტი ცნობილი შოტლანდიელი მუსიკოსის, კელვინ ჰარისისა და ინგლისელი მომღერლის, დუა ლიპას კომპოზიციის One Kiss ტექსტის ავტორია, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი ტრეკი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული