Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-ის უკანასკნელი დაბადების დღის სურვილი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გარდაცვლილ ჰიპ ჰოპ არტისტ ჯასეი ონფროის, ფსევდონიმით XXXTentacion, 23 იანვარს 22 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსის წარმომადგენლებმა მისი უკანასკნელი დაბადების დღის სურვილი გამოაქვეყნეს, რომელიც ტასიონმა 2018 წელს ინსტაგრამზე დაწერა.

 ნახეთ: XXXTentacion-ის კომპოზიციის Hot Gyal კლიპი გავრცელდა

► ნახეთ: მანქანა, რომელშიც XXXTentacion მოკლეს, მუზეუმში გამოიფინა

► მოუსმინეთ: XXXTentacion-ის უკანასკნელი ალბომი Bad Vibes Forever გავრცელდა

"დაბადების დღისთვის ჩემი სურვილია, რომ სამყარო გაერთიანდეს და დასრულდეს ფიზიკური და სულიერი უთანხმოება ადამიანებს შორის. ყველა შევთანხმდეთ, რომ ვერ შევთანხმდებით", - წერდა მუსიკოსი ინსტაგრამის სთორიში.

20 წლის ჯასეი ონფროი 18 ივნისს ფლორიდაში, საკუთარ ავტომანქანაში გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. რეპერმა კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის "17" (2017) და "?" (2018) გამოცემა მოასწრო. მუსიკოსის წარმომადგენლებმა მისი უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი Bad Vibes Forever 2019 წლის დეკემბერში გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული